დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში

06 ნოემბერი 2021, 21:02 1023 ნახვა

მარტვილში, სალხინოს მამათა მონასტრის მიმდებარედ დაპირისპირება იყო. განკვეთილი ბერ-მონაზვნებისა და მრევლის ნაწილი ტაძარში შესვლას ითხოვს. მათ სამართალდამცავებს ამის შესახებ წერილობით მიმართეს, რაზეც მარტვილის პოლიციის სამმართველოს უფროსმა განუცხადა, რომ გაეცნობიან და პასუხი ეცნობებათ.

აღნიშნულმა ადგილზე შეკრებილების უკმაყოფილება და ხმაური გამოიწვია.გუშინ, სამართალდამცველების დახმარებით სალხინოს მამათა მონასტრიდან განკვეთილ სასულიერო პირებს კელიები დაატოვებინეს. მათ ტაძარში ყოფნის ვადა 4 ნოემბერს ამოეწურათ.15-მდე სასულიერო პირი ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ დაუმორჩილებლობის გამო განკვეთა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი