აჭარაში კორონავირუსის 217 ახალი შემთხვევა დადასტურდა

05 ნოემბერი 2021, 10:41 847 ნახვა

აჭარაში კორონავირუსის 217 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჩაიტარა 472 პირმა.

რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 554 პაციენტი, მძიმეა 129 მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 38.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 340 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 956 შემთხვევა, აჭარა - 217, იმერეთი - 1 059, ქვემო ქართლი - 413, შიდა ქართლი - 446, გურია - 130, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 328, კახეთი - 492, მცხეთა-მთიანეთი - 109, სამცხე-ჯავახეთი - 119, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -71.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 5340 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 62 პაციენტი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი