აჭარის ტელევიზიის 34-ე იუბილე

04 ნოემბერი 2021, 20:55 1443 ნახვა

„ლაპარაკობს და უჩვენებს ბათუმი“ ეს სიტყვები მოისმინეთ 34 წლის წინ პირველად ამ არხიდან. პირველი გადაცემა მთავარმა რედაქტორმა ანზორ ზამბახიძემ დაიწყო. პირველი საცნობის (ეგრეთწოდებული ქუდი) ესკიზი მხატვარ მზია ხალვაშს ეკუთვნის,  მუსიკა - ჯანსუღ კახიძეს.

მელოდიის არანჟირება ვახტანგ კახიძემ გააკეთა. ესკიზის კომპიუტერული გრაფიკა ''ოსტანკინოში'' შეიქმნა. აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო-მუსიკალური გადაცემა, 45 წუთიანი იყო და პირველი არხის სიგნალს კვირაში ორჯერ სამშაბათსა და პარასკევს ჭრიდა. მწვანე კონცხის სატელევიზიო ანძა ადგილობრივ სიგნალს 18:00 დან 19:00 საათამდე მონაკვეთში რთავდა. შემდეგ იყო 37-ე დეციმეტრული არხი და ყოველდღიური მაუწყებლობა. 1999 წლიდან კი აჭარის ტელევიზია მაუწყებლობს თანამგზავრზე. ამ ყველაფერთან ერთად კი იყო ის, რაზეც საზოგადოებას არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ჰქონდა. ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიოს ეთერში, საბჭოთა პროპაგანდას ასლან აბაშიძის რეჟიმი ჩაენაცვლა, შემდეგ კი იყო აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება.

თუმცა, დრომ თავისი მოითხოვა და 2013 წლის 25 დეკემბრიდან დაფუძნდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო. ორგანიზაცია შექმნილია პოლიტიკური და კომერციული გავლენისგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების საზოგადოებისთვის მიწოდების მიზნით. ყველაზე მთავარი შემფასებელი კი მაყურებელია, სწორედ მათ ვკითხეთ დღეს, როგორი მაუწყებელი უნდათ.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში