საქართველო პოლონეთისგან 468 000 დოზა pfizer-ის ვაქცინას მიიღებს

04 ნოემბერი 2021, 17:07 933 ნახვა

პოლონეთის მთავრობა საქართველოს 468 000 დოზა „ფაიზერის“ ვაქცინას გადმოსცემს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, დონაციის პირველი ნაწილი ქვეყანაში უკვე შემოვიდა. 

მათივე ცნობით, ვაქცინა ქვეყანაში 5 ეტაპად, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში შემოვა.

„პოლონეთის მთავრობის მხრიდან საქართველოს 468 000 დოზა pfizer-ის ვაქცინა გადმოეცემა. ეს მნიშვნელოვანი დახმარებაა ვაქცინაციის პროგრამის მიზნებისთვის, როგორც მიმდინარე ასევე ბუსტერ დოზების გამოსაყენებლად. დიდი მადლობა პოლონეთის მთავრობას ამ დახმარებისთვის“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, საქართველოში პოლონეთის ელჩმა  მარიუშ მაშკიევიჩმა აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, პოლონეთი საქართველოს კვლავ დაეხმარება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი