პატრიარქის თხოვნაა, მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტოს შიმშილობა - მიქაელ ბოტკოველი

04 ნოემბერი 2021, 16:27 1033 ნახვა

კიდევ ერთხელ მოვედი ბატონ მიხეილ სააკაშვილთან მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, მაქვს მისთვის გადასაცემი წერილი, - ამის შესახებ რუსთავის ციხესთან მისულმა პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა. 

"წერილის შინაარსი შეეხება მის პრინციპულ პოზიციას შიმშილობასთან დაკავშირებით. მინდა ეს წერილი გადავცე და მოვიკითხო მისი უწმინდესობის სახელით. თხოვნა და რჩევაა მისი უწმინდესობის, რომ შეწყვიტოს შიმშილობა", - განაცხადა ბოტკოველმა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა საპატრიარქო, მიმართოს პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალების თხოვნით, მიქაელ ბოტკოველმა აღნიშნა, რომ საპატრიარქო ამას ვერ გააკეთებს.

„საპატრიარქო ამას ვერ გააკეთებს, რადგანაც ეს ქვეყნის პრეზიდენტის უფლებაა“, – განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში