საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეკლესიის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.
''ყველას კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია რელიგიური რწმენა და შეხედულებები ამ საკითხთან მიმართებაში და არ შემიძლია გვერდი ავუარო ამ თემას. საქართველოს აქვს იმის გამოცდილება, რომ ეკლესიის მხარდაჭერით ძალიან სერიოზული გარდატეხა მოხდა, მაგალითად ტუბერკულოზის მართვის პროგრამაში, როდესაც იმ პირებს ვისაც მხარდაჭერა, წახალისება და რწმენა სჭირდებოდათ, ეკლესია დაეხმარა იმაში, რომ ეს რთული გზა გაევლო.
აქაც ვფიქრობთ, რომ ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ჩვენ სერიოზულ დახმარებას გაგვიწევდა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებაში.
გამოსავალი ისევ და ისევ არის იმ რეგულაციების შესრულება, რომელიც დაწესებულია. თუმცა გარკვეული პროცესები, აქციები, რომლებიც მიმდინარეობს, მობილობის დიდი წყაროა და ეს რა თქმა უნდა, ბუსტერს ქმნის ვაქცინის გავრცელებისთვის. მაინც დავუბრუნდები სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერების აუცილებლობას. ჩვენს შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პრობლემა, რომელიც რეალურად არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემა ასევე შეიძლება, მხოლოდ და მხოლოდ გადაიჭრას საზოგადოებრივი ძალიასხმევის შედეგად'' - განაცხადა გაბუნიამ.