9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც მეუღლე აწამა, ქალის ოჯახის წევრებს კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა 

02 ნოემბერი 2021, 14:46 1353 ნახვა

პროკურატურის ინფორმაციით, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს პირს, რომელიც გენდერის ნიშნით მეუღლეზე ძალადობდა, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა ქალის ოჯახის წევრებსაც. 

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, საკუთარ სახლში, იმ მიზეზით, რომ თითქოს მის მეუღლეს არ ჰქონდა მამრობითი სქესის მეგობრების ყოლის, მათთან მიმოწერის და საკუთარი ფულადი სახსრების დამოუკიდებლად განკარგვის უფლება, ქალი აწამა.

ბრალდებული ღალატის ფაქტის აღიარების მიზნით, მეუღლეზე 4-5 საათის განმავლობაში ფიზიკურად ძალადობდა, სცემდა მას და აწამებდა. წამების შემდეგ, ბრალდებულმა დაზარალებული წაიყვანა მშობლების სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდა მეუღლის ძმას, მამას და იარაღის დემონსტრირებით, გასროლით, დაზარალებულის ოჯახის წევრებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

უწყების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებული დამნაშავედ სცნო. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი