საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აღმოფხვრას ხარვეზები და გაზარდოს ნდობა პრობლემების გადასაჭრელად. განცხადება დიპლომატიურმა უწყებამ Twitter-ზე გაავრცელა.
,,დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს ეუთო/ოდირის შეფასებას, რომ ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური კარგად იყო ადმინისტრირებული, თუმცა ამომრჩევლებზე ზეწოლამ და ნეგატიურმა რიტორიკამ პროცესს ხელი შეუშალა“ნათქვამია განცხადებაში.