ბრძოლის ყველა მეთოდს გამოვიყენებთ, ეს იქნება ბოიკოტი, მანდატების დათმობა თუ ქუჩის აქციები - რეზო ხარაზი

02 ნოემბერი 2021, 11:21 1410 ნახვა

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ისინი ბრძოლის ყველა მეთოდს გამოიყენებენ.

რეზო ხარაზის განმარტებით, ეს იქნება ბოიკოტი საკრებულოებში, უმაღლეს საბჭოში, მანდატების დათმობა და ქუჩის აქციები. 

მისივე თქმით, დღეს 17:00 საათზე ბათუმიდან დაიწყება ეს ბრძოლა, ქვეყნის ,,დეოკუპაციისთვის'' და გაგრძელდება სხვა ქალაქებში.

"არანაირი ნიშანწყალი არ დარჩა იმის, რომ მომავალში ამ ქვეყნის განვითარებას შეძლებს "ქართული ოცნება", ამიტომ ჩენ დღეს 17:00 საათზე ვიკრიბებით აჭარის მთავრობის სახლთან და ყველას მოვუწოდებ, რომ უნდა მივიდეთ და უნდა გავაგონოთ ხმა ,,ოცნებას'', რომ ამ ქვეყნის ცუდი მიმართულებით სვლის დასრულების დროა. 

ჩვენ ყველა რესურსს, ბრძოლის ყველა მეთოდს გამოვიყენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა იგრძნოს, რომ ამ ქვეყანაში მისი ადგილი არ არის. ეს იქნება ბოიკოტი საკრებულოებში, უმაღლეს საბჭოში, მანდატების დათმობა, ქუჩის ბრძოლა. მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა ხალხს, რომ ბრძოლის ყველა მეთოდი უნდა იყოს გამოყენებული გარდა ერთისა, ძალადობრივი მეთოდებისა. ეს იქნება მშვიდობიანი ფორმით, მათ შორის პროტესტი ბათუმის საკრებულოში. ნუ ექნება ილუზია ან ჩიქოვანს, ან "ქართული ოცნების" წევრებს, რომ თავისუფლად გაისეირნებენ ან საკრებულოში, ან თავიანთ ფოიეში და ეს პროტესტი იქნება ძალიან მძლავრი. დღეს დაიწყება ეს პროტესტი ბათუმიდან.

ეს არ იქნება ერთჯერადი შეკრება,  ბათუმიდან იწყება ბრძოლა ამ ქვეყნის ,,დეოკუპაციისთვის''. ჩვენ ერთი მთავარი მტერი გვყავს მოსაშორები ეს არის რუსეთი და "რუსული ოცნება"-განაცხადა რეზო ხარაზმა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი