მეორე ტურის შედეგები - ხელვაჩაური-ხულო-ქედა

31 ოქტომბერი 2021, 21:10 1204 ნახვა

ხელვაჩაურის მერი არებული მონაცემებით ქართული ოცნების კანდიდატი იქნება, მაგრამ მიშა ბოლქვაძე შედეგებს არ ცნობს და ამბობს რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა, ახდენდა ზეწოლას ამომრჩევლებზე და აკონტროლებდა მათ ნებას, ამიტომ იგი ბრძოლას აქციების გზით აპირებს.

ზაზა დიასამიძე კი უკვე საქმიანობის დაწყებისთვის ემზადება და ოპოზიციის ბრალდებები აბსურდულად მიაჩნია.

რაც შეეხება ხულოსა და ქედას იქ დარჩენილი მაჟორიტარი კანდიდატები აირჩიეს, ქედაში ''ქართულმა ოცნებამ'' მოიგო, ხოლო ხულოში მანდატები მმართველი გუნდის კანდიდატმა და ასევე გახარიას საქართველოსთვის წევრმა მიიღეს

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი