აუცილებლად დავინტერესდები - თორნიკე რიჟვაძე ჟურნალისტის შეურაცხყოფაზე 

31 ოქტომბერი 2021, 12:10 1285 ნახვა

თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტურში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, სავარაუდოდ მმართველი პარტიის მხარდამჭერმა  ტვ25 ჟურნალისტს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მომხდარს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე  კომენტარით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჟურნალისტზე განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებაზე პირადად დაინტერესდება და შესაბამის რეაგირებას მოახდენს. მთავრობის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ „სისტემური და სახელისუფლებო ძალადობა,  წინა ხელისუფლების დროს იყო“

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში