არჩევნების მეორე ტურის შედეგები ხელვაჩაურში 

31 ოქტომბერი 2021, 12:40 1019 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი წინასწარი მონაცემებით ზაზა დიასამიძე გახდა. მას ამომრჩეველთა 55.007%-მა დაუჭირა მხარი. მისი კონკურენტი გაერთიანებული ოპოზიციიდან მიშა ბოლქვაძე იყო, რომელმაც 44.993 %-ის მხარდაჭერა მოიპოვა. არჩევნების შედეგები მიუღებელია ოპოზიციის კანდიდატისთვის და აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ გამარჯვება მოქალაქეების ნების კონტროლის შედეგად მოიპოვა.

ხელვაჩაურში ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო, ოლქის შეფასებით მოქალაქეებმა კენჭისყრაში მონაწილეობა თითქმის პირველი ტურის მსგავსი იყო. ხელვაჩაურში ორ სამაჟორიტარო ოლქშიც ჩატარდა არჩევნების მეორე ტური, ორივე მანდატი „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მოიპოვა. დაიწერა რამდენიმე საჩივარი. თუმცა საოლქო საარჩევნო კომისიის შეფასებით საბოლოო შედეგებზე პროცედურულ;ი საჩივრები გავლენას ვერ მოახდენს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში