მარიამ ბოლქვაძე საფრანგეთში წყვილთა ტურნირის გამარჯვებულია

31 ოქტომბერი 2021, 19:23 1219 ნახვა

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე საფრანგეთში წყვილთა თანრიგში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.

პუატიეს ტურნირის ფინალში მარიამი და მისი ბრიტანელი მეწყვილე სამანტა მიურეი ფრანგულ დუეტს ელბისა და ჟანჟანს შეხვდნენ და ორ სეტში 7:6, 6:0 მოუგეს.

ფრანგული ტურნირის საპრიზო ფონდი 80 000 დოლარი იყო. ბოლქვაძისთვის ეს წყვილებში მე-9 ტიტულია.

მიმდინარე წელს მარიამმა კიდევ ერთი ტიტული წყვილებში ყაზახეთში დედაქალაქ ნურსულთანში მოიგო.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში