არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები ხულოში

31 ოქტომბერი 2021, 09:52 768 ნახვა

წინასწარი მონაცემებით, ხულოს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი დაბაში "გახარია საქართველოს" წევრმა ირაკლი ბოლქვაძემ მოიპოვა, ხოლო დეკანაშვილების ადმინისტრაციული ერთეულის დეპუტატი მმართველი გუნდის წევრი ნადიმ დეკანაძე გახდა.

დაბაში ირაკლი ბოლქვაძემ 342,  ლევან მახარაძემ კი 252 ხმა მოიპოვა. დეკანაშვილების ოლქში ნადიმ დეკანაძემ 1191 ხმა მიიღო, თენგიზ შანთაძემ კი 105. 

ხულოს ახალი მოწვევის საკრებულო 24 მანდატიანი იქნება.

საკრებულოში წარმოდგენილი იქნებიან: "ქართული ოცნების", ნაციონალური მოძრაობის", "გახარია-საქართველოსთვის", "ლელოს" და "სტრატეგია აღმაშენებელის" წარმომადგენლები.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი