არჩევნების მეორე ტურისთვის ქედაში ხუთი საარჩევნო უბანი გაიხსნა. მეორე ტური ქედაში მხოლოდ დანდალოს ადმინისტრაციულ ერთეულში ტარდება. ამომრჩეველმა ახლა არჩევანი ორ მაჟორიტარს, ნაციონალური მოძრაობიდან ევგენ ცინცაძესა და ქართული ოცნებიდან- ოთარ ხარაძეს შორის უნდა გააკეთოს.
შესაბამისად ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში: დანდალოში, გოგიაშვილებში, მოსიაშვილებში, ჯალაბაშვილებსა და ხარაულაში არჩევნებისთვის ხუთი უბანი დილის 7 საათზე გაიხსნა. ქედის #80 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ხუთივე უბანში კომისიის წევრების სრული შემადგენლობა იყო და პროცედურებთან დაკავშირებით, რაიმე საჩივარი არ დაწერილა. თვითმართველობის მეორე ტურზე, დანდალოში, 1922 ამომრჩეველია რეგისტრირებული.