მეორე ტურამდე რამდენიმე საათით ადრე სამზადისი დასრულებულია მაღალმთიანი აჭარის საარჩევნო უბნებზე. ხულოში მაჟორიტარი ორ ოლქში უნდა აირჩიონ. ხულოს 84-ე ოლქში ათი საარჩევნო უბანი გაიხსნება. ამომრჩეველს დაბაში არჩევანის გაკეთება ენმ-ს კანდიდატ ლევან მახარაძესა და პარტია გახარია საქართველოსთვის კანდიდატ ირაკლი ბოლქვაძეს შორის მოუწევს. რაც შეეხება დეკანაშვილების თემს აქ ერთმანეთს მმართველი გუნდიდან ნადიმ დეკანაძე და ენმ-დან თენგიზ შანთაძე დაუპირისპირდებიან. კენჭისყრის უბნებზე 5513 ამომრჩეველია რეგისტრირებული,მათგან 950 მოქალაქე დაბაში, ხოლო 4 563 დეკანაშვილების საარჩევნო უბნებზე.