ბათუმის დინამო - კიდევ ერთი მოგება

28 ოქტომბერი 2021, 20:01 1181 ნახვა

ბათუმის „დინამო“ და ქობულეთის „შუქურა“ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალში ითამაშებენ. ქობულეთელებმა გასვლაზე თასის მოქმედი გამარჯვებული გაგრა ლევან ინგოროყვასა და ჟუნინიო კაბრალის გოლებით 2:1 დაამარცხეს. დინამო ბათუმმა კი სტუმრად თბილისის ლოკომოტივს ჯიღაურის, ფანცულაიას და მამუჩაშვილის გოლებით 3:1 მოუგო. დინამოსა და შუქურას გარდა საქართველოს თასის ნახევარფინალში წყალტუბოს სამგურალი და საბურთალო გავიდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი