ცოტა ხნის წინ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პატიმარმა ექსპრეზიდენტმა განცხადება გაავრცელა. მიხეილ სააკაშვილი “ქართული ოცნების” დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.
“ფანჯრები ამომიგმანე და გამიშავე, ტელეფონი გადამიჭერი, სასამართლოში კი არა, ჩვეულებრივ საავადმყოფოში გეშინია ჩემი გადაყვანა. შენ რომ მართლა რამე გამბედაობა გქონდეს, ამ შენს ფასიან მიტინგზე გამიყვანდი და იქ გამიმართავდი დებატებს, შენივე მოყვანილი ხალხის წინაშე”.