საარჩევნო ადმინისტრაცია მზადაა 30 ოქტომბრის არჩევნები უსაფრთხო გარემოში ჩაატაროს - ეს განცხადება ცესკოს თავმჯდომარემ ადმინისტრაციასთან ერთად ბრიფინგზე გააკეთა.
გიორგი კალანდარიშვილმა საუბნო და საოლქო კომისიის წევრებს მიმართა და მოუწოდა ძალისხმევა არ დაიშურონ არჩევნების მეორე ტურის ჩასატარებლად. მან ასევე შეაჯამა თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური და მადლობა გადაუხადა ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ცესკოს მუშაობის შეფასებისთვის.