დღეიდან ქობულეთის ახალარჩეული მერი უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგა

27 ოქტომბერი 2021, 10:52 2435 ნახვა

დღეიდან ქობულეთის ახალარჩეული მერი ლევან ზოიძე, უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგა.

ის მუნიციპალიტეტის ყოფილ მერს, მირიან ქათამაძეს შეხვდა და კაბინეტი გადმოიბარა. მოგვიანებით კი თანამშრომლებსაც გაეცნო.

ლევან ზოიძე, ამ ეტაპზე, საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით არ საუბრობს. ამბობს, რომ გუნდი, რომელიც მერიაში დახვდა კომპეტენტურია.

"პროექტებს, რომლებიც ყოფილი მერის დროს დაიწყო ბოლომდე მივიყვანთ, მათ რიცხვს, ახალი სოციალური პროექტებიც შეემატება და ბიუჯეტით გათვალისწინებული პრიორიტეტები ბოლომდე შესრულდება"- აცხადებს ლევან ზოიძე.

რაც შეეხება ქობულეთის ყოფილ მერს, მირიან ქათამაძე არ აკონკრეტებს თუ სად აპირებს მუშაობის გაგრძელებას. ამბობს, რომ რჩება "ქართული ოცნების" გუნდის წევრად. საქმიანობის გაგრძელებას კი კერძო სექტორში ან ბიზნესში გეგმავს.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმიდან მე-11 დღეს თვითმმართველი თემის, ახალარჩეული მერი უფლებამოსილებას  ოფიციალურად შეუდგება, ხოლო ძველი მერის უფლებამოსილება წყდება.

ქობულეთის მერმა, ლევან ზოიძემ, თვითმმართველობის არჩევნებზე, ამომრჩევლის 53.45%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი