ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ სავალდებულო ვაქცინაციის მომხრეა

26 ოქტომბერი 2021, 11:28 998 ნახვა

ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დღეს საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოში წარადგინა პაკეტი, რომელიც ''მწვანე პასპორტებს'' უკავშირდება.

რაც შეეხება სავალდებულო ვაქცინაციის საკითხს, მისი თქმით, თავად მომხრეა, მაგრამ ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო შეთანხმების საფუძველზე იღებს.

„ვაქცინაციასთან დაკავშირებით სავალდებულოება საკმაოდ რთული გადაწყვეტილებაა. გუშინ და გუშინწინ კი არ მითქვამს, ყოველ სამშაბათს ვამბობს, რომ მე, როგორც ამირან გამყრელიძე ვემხრობი ამას. ხშირად მითქვამს, საკოორდინაციო საბჭო იმიტომ არის საკოორდინაციო საბჭო, რომ იქ ერთპიროვნული გადაწყვეტილებები არ მიიღება, არამედ მიიღება შეთანხმებული გადაწყვეტილებები განხილვისა და კონსესუსის წესით.

გიდასტურებთ, იმუნზაციებში, აცრებში სავალდებულოება არის ერთ-ერთი რთული გადაწყვეტილება. ახლა ძირითადი დისკუსია მიმდინარეობს მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის ჩარჩო იქნას ქვეყანაში შემოღებული. ჩვენ წარვადგინეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის პაკეტი, რომელიც უნდა განიხილოს საკოორდინაციო საბჭოს სამდივნომ ჯანდაცვის სამინისტროსთან და სხვა უწყებებთან ერთად და შემდეგ მიღებული იქნას დაბალანსებული გადაწყვეტილება.

ხშირად ვამბობ, რომ იმუნიზაციის პროცესში ვინც მიაღწია 50 და 60 პროცენტზე მეტს, ყველგან რაღაც ეტაპზე გარკვეული დამატებითი ბერკეტი შემოიღეს. ალბა ჩვენთან ნებაყოფლობითობის ზღვარი იქნება სადღაც 35-27 პროცენტი, მაქსიმუმ 40 პროცენტი, იმის ზემოთ ჩვენ დაგვჭირდება ირიბი მანდატორიზმის მექანიზმების შემოტანა.

მწვანე პასპორტის მექანიზმი არ არის მანდატორიზმი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი