მამულაშვილი კუჭავას მიმართავს სააკაშვილთან საპატიმროში შესვლის უფლება მისცეს

25 ოქტომბერი 2021, 18:13 778 ნახვა

ნაციონალური მოძრაობის წევრი აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ რუსთავის ციხეში სააკაშვილის მოსანახულებლად საშვების გაცემა შეაჩერა.  მესამე პრეზიდენტის მონახულებას დილიდან მისი თანაგუნდელები კობა ნაყოფია და ნანა მამულაშვილი ელოდნენ. ქართული ოცნება ამ განცხადებას სპეკულაციად აფასებს. სააკაშვილი დღეს ადვოკატებმა მოინახულეს. დღესვე საპატიმროში მესამე პრეზიდენტთან მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე უნდა შევიდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში