ბათუმში, მოსწავლე თანატოლებმა სცემეს, ვიდეო გადაუღეს, შემდეგ სოციალურ ქსელში ატვირთეს

25 ოქტომბერი 2021, 11:46 14565 ნახვა

ბათუმში, მოსწავლე თანატოლებმა სცემეს, აგინეს, ვიდეო გადაუღეს და შემდეგ სოციალურ ქსელში ატვირთეს. 

არსებული ინფორმაციით, ისინი სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები არიან.

 სკოლის დირექტორი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ფაქტის შესახებ, მათთვის გუშინ საღამოს გახდა ცნობილი. მისივე თქმით, ერთ-ერთი კლასის დამრიგებელს მიაწოდეს ვიდეო, სადაც მისი სკოლის მოსწავლეები ფიქსირდებოდა. 

"მოვახდინეთ მშობლების ინფორმირება, დავიბარეთ ისინი და გავაცანით ვიდეო. როგორც მათთან საუბრისას გავარკვიეთ, ისინი უკვე იყვნენ ინფორმირებულნი მომხდარის შესახებ, პოლიციისთვისაც მიუმართავთ. ჩვენ ვიდეოს გავრცელებამდე არაფერი ვიცოდით. ისინი არ არიან ერთი სკოლის მოსწავლეები, შემთხვევა არც სკოლის ტერიტორიაზე და არც სწავლის პერიოდში მომხდარა.

ისინი საბაზისო საფეხურის მოსწვალეები არიან. როგორც ირკვევა მანამდეც ჰქონიათ უთანხმოება და მიწერ-მოწერა სოციალურ ქსელში"- აცხადებს  სკოლის დირექტორი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ როგორც კი უწყებისთვის ცნობილი გახდა აღნიშნული ფაქტის შესახებ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები, ჩატარდა გამოკითხვები.

მათივე განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი