დღეს ბათუმის ''დინამო'' გასვლაზე ''სამტრედიას'' დაუპირისპირდება

24 ოქტომბერი 2021, 10:20 262 ნახვა

დღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 31-ე ტურის შეხვედრები გაიმართება. გათამაშების ლიდერი ბათუმის ''დინამო'' აუტსაიდერ ''სამტრედიას'' გასვლაზე დაუპირისპირდება.

30 მატჩის შემდეგ შავიზღვისპირელებს 64 ქულა აქვთ, იმერლები კი 17 ქულით ბოლო ადგილზე არიან.

შეხვედრა დღეს სამტრედიაში 14:30 საათზე დაიწყება.

სხვა მატჩები : 
შუქურა - ლოკომოტივი   14:30 საათი;
დილა - სამგურალი 16:30 საათი;
თელავი - ტორპედო  18:30;
საბურთალო - დინამო თბილისი 20:30. 

გულშემატკივართა საყურადღებოდ 
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ეროვნული ლიგის მატჩებზე გულშემატკივართა  33%  დაიშვება

მატჩებზე დასწრების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ვაქცინის სრული დოზის ან უახლოესი 6 თვის განმავლობაში კორონა ვირუსის გადატანის დამადასტურებელი საბუთი, 72 საათით ადრე  PCR  ტესტის ან 24 საათით ადრე ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხი.
ერთ-ერთი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში გულშემატკივარი შეძლებს მატჩზე დასწრებას.

აღნიშნული შეზღუდვები ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში