ბათუმში ავარიულ სახლებში მცხოვრებ ოჯახებს მთავრობის თავმჯდომარემ სამთავრობო პროგრამის ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ გადაწყვეტილება გააცნო. ითქვა, რომ პროგრამის ფარგლებში, ბათუმში არსებული ყველა ავარიული შენობა თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსით ჩანაცვლდება. აჭარის მთავრობის ინფორმაციით წელსვე 630 ოჯახზე მეტს, რომლებიც ცხოვრობენ საფრთხის შემცველ გარემოში, ბინების პრობლემა მოუგვარდებათ.
აცხადებენ, რომ მოსახლეობას ბინები გადაეცემა სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში, ბინების საკუთრებაში გადაცემამდე მოხდება ოჯახების ქირით უზრუნველყოფა. პროგრამის ბიუჯეტი 80 მლნ ლარს შეადგენს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მომდევნო 4 წლის გამავლობაში ბათუმში აღარ იქნება ავარიული საცხოვრებელი სახლები. ასევე, ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლების რეაბილიტაციისთვის 10 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.