ქართველი მებრძოლი ზვიად ლაზიშვილი UFC-ში დღეს სადებიუტო ბრძოლას გამართავს.
LFA-ს სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი პირველ ბრძოლაში მექსიკელ ჯონათან მარტინესს დაუპირისპირდება.
ზვიადს სადებიუტო ბრძოლა ჯერ კიდევ აგვისტოში უნდა გაემართა, თუმცა ქართველის ტრამვის გამო ჯეკ შოურისთან ბრძოლა ჩაიშალა.
ლაზიშვილს კარიერაში 13 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ყველა მისი გამარჯვებით დასრულდა.
ზვიად ლაზიშვილმა ორ დღეში 9 კილოგრამი დაიკლო და რამდენიმე საათის წინ წონა ოფიციალურად ჩააბარა.
ზვიად ლაზიშვილის და ჯონათან მარტინესის ბრძოლა დღეს 23 ოქტომბერს 21:00 საათზე დაიწყება.