„კერამიკის ალქიმია“-ბათუმში საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა.ხელოვნების მუზეუმის საგამოფენო სივრცეში ქართველ და უცხოელ კერამიკოსთა ნამუშევრები გამოიფინა, ღია ცის ქვეშ კი კერამიკული აქტივობები მოეწყო. გამოფენა 29 ოქტომბერს დასრულდება. ხვალიდან კერამიკოსები შუახევში სოფელ ბრილის სახელოსნოს ეწვევიან, სადაც ადგილობრივ თიხის ტექნოლოგიურ კვლევით სამუშაოებს ჩაატარებენ. დასკვნით დღეს კი ზუმის პლათფორმის მეშვეობით ქართველი კერამიკოები კვლევის შედეგებს წარმოადგენენ, ამერიკელი კერამისკოსები კი მათ საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ და შემოქმედებას გააცნობენ.