ბათუმში, მაქაცარიას პირველ ნომერში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ, ამბობენ, რომ სახლი წლებია ავარიულია. მათი თქმით, მერიას დახმარებისთვის არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. საკუთარი ძალებით კი რეაბილიტაციას ვერ ახერხებენ, ვერც ინვესტორის დაინტერესება შეძლეს, რადგან შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მისი დანგრევა აკრძალულია, რეაბილიტაციაზე კი შეზღუდვებია. კულტურული მემკვიდრეობსი დაცვის სააგენტოში პრობლემის შესახებ იციან, ამბობენ, რომ მის რეაბილიტაციას მომავალ წელს გეგმავენ.