ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ოპოზიციასთან ერთად ალტერნატიული კაბინეტის შემადგენლობის დასახელებას პოლიტიკოსები აფასებენ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა კაბინეტი შესაძლოა იყოს პარტიულად მრავალფეროვანი. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ კოალიციურ მთავრობაზე საუბარი ნაადრევია, რადგან, მათი თქმით, მეორე ტურში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს. უკვე ცნობილია ვინ იქნებიან გამარჯვების შემთხვევაში ნიკა მელიას მოადგილეები, ასევე თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურისა და გამგეობის ხელმძღვანელები. მერს 4 მოადგილე ეყოლება და ოთხივე სხვადასხვა პარტიიდან.