მიხეილ სააკაშვილი კონტრაბანდის გზით, ქურდულად შემოიპარა, კანონი დაარღვია და რეაგირება მოახდინა პროკურატურამ - პრემიერი

21 ოქტომბერი 2021, 13:37 1068 ნახვა

მიხეილ სააკაშვილი კონტრაბანდის გზით, მალულად, ქურდულად შემოიპარა - საზღვრის უკანონო კვეთა არის დანაშაული და რა თქმა უნდა, შესაბამისი რეაგირებაც მოახდინა პროკურატურამ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა განაცხადა. 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამ საკითხს დედამიწის ზურგზე არავინ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებს.

„მე მქონდა ჩვენს არაერთ ევროპელ კოლეგასთან, მეგობართან საუბარი და ისინი გაოცებულები, განცვიფრებულები არიან, საერთოდ როგორ შეეძლო ყოფილ პრეზიდენტს ჯერ ერთი ის, რომ ყველა შოკში იყო, როცა ამ კაცმა დატოვა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა და ეს არის პირდაპირი ღალატი და მეორე ის, რომ კონტრაბანდის გზით, მალულად, ქურდულად შემოიპარა. საზღვრის უკანონო კვეთა ეს არის დანაშაული და რა თქმა უნდა, შესაბამისი რეაგირებაც მოახდინა პროკურატურამ, ჩვენმა სახელმწიფომ და ამ საკითხს არავინ დედამიწის ზურგზე, არც ერთი ქვეყანა და არც ერთი ნორმალური ადამიანი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებს და ვერ დააყენებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე განმარტებით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში ექიმების რეკომენდაციით თუ მოხდება პატიმარ სააკაშვილის გადაყვანა, ეს იქნება ციხის საავადმყოფო.

"როგორც მოვისმინეთ ჩენ იუსტიციის მინისტრისგან სხვა დაწესებულება არ განიხილება, ეს არის გამორიცხული"- განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში