ეროვნული ლიგის 30-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ბათუმის "დინამომ" საკუთარ მოედანზე თბილისის "დინამოს" ფრედ 1-1 ეთამაშა.
მატჩში ანგარიში 18-ე წუთზე ხარაბაძის გადაცემის შემდეგ ოსეიმ გაიტანა და დედაქალაქები წინ გავიდნენ. 38-ე წუთზე ფანცულაიამ ჯიღაურს გაატანინა და წონასწორობა აღადგინა.
მეორე ნახევარში შეხვედრაში ანგარიში არ შეცვლილა. ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე ბათუმელებმა მეორე ადგილზე მყოფ თბილისის "დინამოსთან" ისევ 7 ქულიანი ფორა აქვს.
30 ტურის შემდეგ გია გეგუჩაძის გაწვრთნილ ბათუმის "დინამოს" 64 ქულა აქვს. თბილისის "დინამოს" კი 57.
შემდეგ შეხვედრას ბათუმის "დინამო" გასვლაზე 24 ოქტომბერს "სამტრედიას" დაუპირისპირდება.