აჭარაში ექვსი სკოლა დაიხურა - ონლაინ სწავლებაზე გადავიდა 132 კლასი 

20 ოქტომბერი 2021, 11:29 2615 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მასწავლებლების ვაქცინაციის მაჩვენებელი 65%-მდეა. თამარ გაბუნიას თქმით, საქართველოს მასშტაბით 150 სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, 400-მდე კლასი კი ონლაინზე. 

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ეს მაღალი მაჩვენებელი არ არის. 

''ზოგიერთ სკოლაში უფრო მაღალია და ზოგიერთში შედარებით დაბალი. ეს არ არის ცუდი მაჩვენებელი. იმისათვის, რომ სკოლებში ინფექციის გავრცელება შეჩერდეს რა თქმა უნდა სასურველია, რომ ეს იყოს 80%-ზე მეტი. 

რაც შეეხება სკოლების სრულად ონლაინ სწავლებაზე გადასვლას. კარგია, რომ სკოლები ახერხებენ აქტიურად ინფექციის შიდა გავრცელების მართვას. ეს იქნება ის მექანიზმი, რითაც  საკლასო ოთახებში სწავლის გაგრძელებას შევძლებთ'' - განაცხადა გაბუნიამ. 

20 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის გავრცელების გამო 6 სკოლა დროებით დაიხურა და ონლაინ სწავლებაზე გადავიდა. მათ შორის სამი ბათუმში - ორი საჯარო და ერთი კერძო სკოლა. 

სასწავლო პროცესი შეწყდა დღეს მე-15 სკოლაში, სადაც არსებული ინფორმაციით კოვიდი პედაგოგებს დაუფიქსირდათ. 

დისტანციურ სწავლებაზეა 132 კლასი.

აჭარაში დაიხურა 6 ბაღი და 21 ჯგუფი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში