აშშ ავღანეთის საკითხზე რუსეთის მიერ ორგანიზებულ მოლაპარაკებებს არ დაესწრება, - როიტერის ინფორმაციით, ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა.
ავღანეთის საკითხზე მოლაპარაკებებს მოსკოვი ოთხშაბათს უმასპინძლებს და მასში მონაწილეობას „თალიბანის“, რუსეთის, ჩინეთისა და პაკისტანის წარმომადგენლები მიიღებენ.