 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            19 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსი კიდევ 202 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 100 პირი.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 44 043 საიდანაც: 5 570 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 519. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 105,ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 25 პირი.
1 020 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 538 - თბილისში, 283 - აჭარაში.
37 453 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 29 935 ადამიანი.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            