საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5739 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა კიდევ 36 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2082.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 56 555 კვლევა ტესტით, მათ შორის 42 546 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 009 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.15%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.64% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.12%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 739 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 862 შემთხვევა, აჭარა - 202, იმერეთი - 1 151, ქვემო ქართლი - 353, შიდა ქართლი - 389, გურია - 140, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 412, კახეთი - 912, მცხეთა-მთიანეთი - 139, სამცხე-ჯავახეთი - 119, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 60.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 44 043.