კორონავირუსი ბოლო დღე-ღამეში კიდევ 4 581 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის აჭარაში 161-ს. ვირუსს ბოლო 24 საათში 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა 2 494 პაციენტი.
ბოლო დღეებია ვირუსით ინფიცირების შემთხვევები 5000-ს ფარგლებშია, სპეციალისტები ეპიდემიის დამარცხების ერთადერთ გზად ვაქცინაციას ასახელებენ, თუმცა აცრის მსურველთა რიცხვი იკლებს.