გიგი უგულავა 2000 ლარით დაჯარიმდა

16 ოქტომბერი 2021, 18:17 1011 ნახვა

იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის, გიგი უგულავა დაჯარიმდა. პოლიტიკოსს 2000 ლარის გადახდა მოუწევს. უგულავა 14 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე იმყოფებოდა, მანამდე კი ერთი კვირით ადრე მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა. 

აქციაზე გამოჩენისთანავე საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები გამოჯანმრთელებული იყო, თუ არა უგულავა, რაზეც მან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ სრულად გამოჯანმრთელებული იყო. პოსტს მან თან დაურთო 15 ოქტომბერს ჩატარებული კვლევის - პსრ ტესტს პასუხიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი