სტრესულ მდგომარეობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ფსიქოლოგებმა უფასო კონსულტაციები ჩაატარეს. შეხვედრები ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ბსუ-ს ფსიქოლოგიის კლინიკის მიერ ჩატარებული კონსულტაციები „ბავშვებისა და მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებს ეხებოდა. მომავალში იგეგმება ფსიქოლოგიური კონსულტაციების ცენტრების გახსნა, რომლებიც საქართველოს 14 უმაღლეს სასწავლებელში, მათ შორის ბათუმის უნივერსიტეტში იმუშავებს.