ე.წ. ოცნების ქალაქში ორი საცხოვრებელი დაიწვა

15 ოქტომბერი 2021, 11:42 541 ნახვა

ხანძარი იყო გუშინ ე.წ-ულ ოცნების ქალაქშიც.  დაზარალებული ორი ოჯახი   ნათესავებთან  გადაიყვანეს. მათ დაეწვათ საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ადგილობრივების თქმით, დასახლებაში ხანძრის გაჩენის ეს უკვე მე-20 ფაქტია, რაც ელექტრო სადენებს უკავშირდება. ოცნების ქალაქში მცხოვრებლები, შიშობენ, რომ ხანძარი ნებისმიერ დროს შეიძლება გაჩნდეს, გარდა ამისა  მჭიდრო დასახლების გამო  სახანძრო - სამაშველო სამსახურს  ადგილზე მისვლა უჭირს.

ე.წ „ოცნების ქალაქში“. ერთი სახლი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.  ადგილობრივები აცხადებენ, რომ მაშველებმა დაიგვიანეს.  ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. შემთხვევის ადგილზე მთავრობის თავმჯდომარე მივიდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი