აჭარაში კორონავირუსის გავრცელების გამო სკოლების გახსნიდან ათ დღეში 75 კლასი სწავლების ონლაინ ფორმატს უბრუნდება,ერთი სკოლა სრულად დაიხურა, ასევე სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია 4 ბაღში. ბოლო დღეებში ახალი შემთხვევების რიცხვი მზარდია. ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ ვაქცინაციის ტემპი ყოველდღიურად იკლებს და შედეგად სრულად ვაქცინირებული მოსახლოების მხოლოდ 31%-ია, ერთი დოზით კი 35%. დაბალი იმუნიზაციის ფონზე იზრდება ინფიცირების და ლეტალობის შემთხვევები. კორონავირუსი კიდევ 4 ათას 212 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 134 აჭარაში. გარდაიცვალა 38 მოქალაქე. ბოლო დღე -ღამეში აცრა გაიკეთა აჭარაში 550-მა მოქალაქემ, ქვეყანაში კი 6 ათას 110-მა. აჭარაში ორშაბათიდან 5 სოფელში ვაქცინაციის მარათონი დაიწყება.