ინფრასტრუქტურული სამუშაოები ავარიულ სახლში

14 ოქტომბერი 2021, 15:35 1076 ნახვა

კიდევ ერთი ავარიული სახლის პირველ სართულზე სარემონტო სამუშაოებია.  ჟორდანიას 22 ნომერში კედლების ნაწილი ჩვენს გადამღებ ჯგუფს უკვე ჩამოშლილი დახვდა , ობიექტზე ჩვენი გამოჩენის შემდეგ კი დაქირავებულმა მშენებლებმა სამუშაოები შეაჩერეს და გვითხრეს,  რომ  კედლები ძველია და სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება შეუძლებელია. 120  წლის  სახლზე მესამე სართული ნაწილობრივ უკვე დაშენებულია , ასევე დაბზარულია კელდები და ნაწილობრივ ჩამოშლილია ჭერიც,  ღიაა ელექტრო სადენებიც.  აქ მცხოვრებელები გვიყვებიან, რომ ავარიული სახლი ამ დრომდე არავის შეუსწავლია, ისინი სამხარაულის ექსპერტების ადგილზე მისვლას ითხოვენ.  საკითხთან დაკავშირებით  მერიის მუნიციპალური ინსპექციიდან  ველოდებით განმარტებას.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში