ავარიული სახლების პროგრამა - ბათუმის ყოფილი მერის მიმართვა

14 ოქტომბერი 2021, 15:33 814 ნახვა

ავარიული სახლების პროგრამაზე რამდენიმე წუთის წინ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა ბათუმის ყოფილმა მერმა. ლაშა კომახიძე წერს, რომ პრობლემა 2019 წელს შეისწავლეს. მისი ინფორმაციით, დეტალური აღწერილობის მასალა 100-მდე საცხოვრებელ სახლზე მომზადდა და ეს იყო პირველი პრეცენდენტი

მოგვიანებით, პრობლემური მისამართები სამხარაულის ბიუროს გადაეგზავნა და ჯამში დასკვნა 66 კორპუსზე გამოქვეყნდა.

ლაშა კომახიძე წერს, რომ 2020 წლის დასაწყისში  მომზადდა კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომლითაც სარგებლობას ბათუმის მომავალ მერს და საკრებულოს წევრებს სთავაზობს.  

''2020 წლის პირველ ნახევარში, სამხარაულიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მომზადებული იქნა კონკრეტული სამოქმედო პროგრამა და საინფორმაციო საპრეზენტაციო მასალის სახით სამუშაო შეხვედრაზე გაეცნო ქალაქ ბათუმის საკრებულოს.

დეტალებში ჩაღრმავების გარეშე გეტყვით, რომ პროგრამის შინაარსი ითვალისწინებდა 10 წლიან სამოქმედო გეგმას, 80 მილიონი ლარის ფარგლებში, რომელიც უზრუნველყოფდა 1200 მდე ოჯახის დაკმაყოფილებას ღირსეული, ახალი საცხოვრებელი ფართებით რა დროსაც გამოყენებული იქნებოდა როგორც მუნიციპალიტეტის საბინაო ფონდი ასევე თანამშრომლობა კერძო სამშენებლო სექტორთან. ცენტრალური ხელისუფლებიდან მიზნობრივი ტრანსფერის შემთხვევაში კი შესაძლებელი გახდებოდა როგორც 10 წლიანი ვადის შემჭიდროვება, ასევე დაკმაყოფილებული ოჯახების რაოდენობის გაზრდაც.

ავარიული სახლების პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი, 2020 წლის ივლისში, საკრებულოს ბრძანების პროექტისა და შესაბამისი დანართების დონეზეც კი იქნა მომზადებული. გადაუდებელი საჭიროებიდან გამომდინარე შერჩეული იქნა 10 სახლი რომელიც პირველ რიგში დაექვემდებარებოდა პროგრამას…

კოვიდ პანდემიამ განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დააყენა არა მხოლოდ ცალკეული ოჯახები, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებიც. შემცირებული და შეზღუდული ფინანსური რესურსების ფონზე რთულია ასეთ მასშტაბურ პრობლემასთან დღეს შეჭიდება. მხოლოდ 2020 წლის ბოლოს ბათუმის მუნიციპალური ბიუჯეტის შესრულება 30 მილიონი ლარით ნაკლები იყო 2019 წლის ფაქტიურ შესრულებასთან შედარებით.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ავარიული სახლების პრობლემა არ არის უნიკალური ბათუმისთვის, არამედ საქართველოს ყველა ქალაქისთვის ერთნაირად აქტუალური და მტკივნეულია. მასშტაბით კი ყველაზე მეტად ალბათ დედაქალაქისთვის'' - წერს ლაშა კომახიძე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი