ჩამონგრეული სახლის მომიჯნავედ მცხოვრებლები ბინების შესწავლას ითხოვენ

14 ოქტომბერი 2021, 12:05 1162 ნახვა

26 მაისი ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის მომიჯნავედ მცხოვრები ოჯახები მათი ბინების  შემოწმებასაც ითხოვენ. საუბარია მემედ აბაშიძის 56 -სა და კლდიაშვილის 13 ნომერში მდებარე კორპუსებზე.

აქ მცხოვრებლებმა  სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს უკვე მიმართეს და ამ დრომდე   მათ წარმომადგენლებს ელოდებიან. აქ მცხოვრებთა ნაწილი ამბობს, რომ სპეციალისტებმა მათი საცხოვრებელი ფართები დაათვალიერეს უსაფრთხოების გამო  ბინები დაატოვებინეს ან თავად დატოვეს, ნაწილი კი აცხადებს, რომ  შენობები ექსპერტებს ჯერ კიდევ არ შეუსწავლიათ და თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ. 

მემედ აბაშიძის 56 ნომერში მდებარე მრავალსართულიანი  ბინის ამხანაგობის თავმჯდომარის ინფორმაციით, მათი კორპუსის მხოლოდ ნაწილი  დაათვალიერეს ისიც უბედური შემთხვევიდან ორი დღის შემდეგ, თანაც ღამით და ტელეფონის ფარნით.   

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში