ისევ ავარიულ სახლსა და ადამიანებისთვის სიცოცხლისთვის საშიშ გარემოზე მოგიყვებით. ამჯერად მოქალაქეებმა ზურაბ გორგილაძის 24 ნომრიდან მოგვმართეს. იტალიურ ეზოში, სადაც 4 ოჯახი ცხოვრობს, შენობა ნაგებობები ავარიულია. სახლის ჭერი და კედლები დეფორმირებული და ჩამონგრეულია. როგორც აქ მცხოვრებლები ჰყვებიან, წვმიან ამინდში წყალი ჩადის. საუკუნის სახლს სიძველის გამო დაზიანებული აქვს სახურავიც. ოჯახები დახმარებას მერიას სთხოვენ. ამბობენ, რომ თუ სახლი გამაგრებას დაექვემდებარება, გადახურვაში დაეხმარონ. მანამდე კი მოითხოვენ შენობის მდგრადობა შეამოწმონ. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ოჯახებმა მუნიციპალიტეტს ჯერ წერილობით უნდა მიმართონ.