ავსტრიაში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ვენაში საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმი გაიმართა, რომელიც ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა გახსნეს და ქართულ და ავსტრიულ კომპანიებს სიტყვით მიმართეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა გამოსვლისას აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მაჩვენებელი მზარდი ტენდენციით გამოირჩეოდა, თუმცა პანდემიამ თავისი კვალი დაატყო. ისაუბრა შავი ზღვის სატრანსპორტო-ლოგისტიკური პოტენციალის ათვისებაზე.
ასევე სამთო ტურიზმის, ენერგეტიკისა და ბალნეოლოგიური საკურორტო ინფრასტრუქტურის მიმართულებით ერთობლივი პროექტების შესაძლებლობებზე. ბიზნესფორუმში მონაწილეობდა 50-მდე ავსტრიული კომპანია.