რთული ეპიდვითარება

12 ოქტომბერი 2021, 18:07 1074 ნახვა

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 4775 ადამიანს დაუდასტურდა, ვირუსით ინფიცირებული 37 პაციენტის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს, ასობით ადამიანია საავადმყოფოში, თუმცა ამ ციფრების მიუხედავად და როგორც ექიმები ამბობენ, გართულებული ეპიდვითარების ფონზე ჯერ მეხუთე ტალღა არ დაწყებულა. ანუ, თუ ვაქცინაციის ტემპი არ მოიმატებს, იქნება გაცილებით რთული შემოდგომა.  როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ-ტვინდემია, როცა ერთად დაიწყებს ცირკულირებას სეზონური გრიპი და კოვიდ ინფექცია.  სკოლებისა და ბაღების გახსნიდან 2 კვირაში ისევ იხურება სკოლამდელი დაწესებულებები, ან ცალკეული კლასი გადადის დისტანციურ სწავლებაზე. დღითიდღე მცირდება აცრის მსურველთა რაოდენობა მაშინ, როცა პანდემიის დამარცხების გზა მხოლოდ იმუნიზაციაზე გადის.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი