ავარიული სახლები ბათუმში

12 ოქტომბერი 2021, 15:02 1201 ნახვა

ჩვენ სხვადასხვა დროს არაერთხელ მოგვიმზადებია სიუჟეტი და  გიყვებოდით  ავარიული სახლების შესახებ, რომლებშიც დღემდე ცხოვრობენ მოქალაქეები მცირეწლოვან შვილებთან ერთად. თუმცა  8 ოქტომბრის ტრაგედიის შემდეგ მოსახლეობა პანიკამ მოიცვა და დღის განმავლობაში სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან გვთხოვენ მათი პრობლემის გაშუქებას. ერთ-ერთი ასეთია იტალიური ეზო ბათუმში, რომელშიც 9 ოჯახი ცხოვრობს კედლებისა და იატაკის ჩამონგრევის საფრთხეზე საუბრობს.

ლუკა ასათიანისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში მცხოვრებლები ამბობენ, რომ  მერიასთან შეთანხმებით, ინვესტორი მოიძიეს და შესაბამისი პროექტი ახალი სახლის მშენებლობისთვის მზადაა. თუმცა როგორც ოჯახები ამბობენ, მერია საბოლოო სანებართვო დოკუმენტზე ხელის მოწერას აჭიანურებს.

სახლზე გამოკრული ბანერით ირკვევა ბარაკული ტიპის შენობების აღებას და ფარნავაზ მეფის ქუჩის მხრიდან ძეგლის სტატუსის მქონე  შენობის რეაბილიტაციას  შპს „ დიო ბილდინგი“ - გეგმავს.

კომპანიაში დეტალებზე არ საუბრობენ. მერიაში კი წერილობით გვიპასუხეს, რომ საკითხი წარმოებაშია და განიხილავენ. პროექტს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოც სწავლობს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი