საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას მიმართ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა.
საქმე ეხება არჩევნების დღეს ქვეყნის პირველი კანონმდებლის მიერ კანონის დარღვევას, როცა იგი საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად ''ქართული ოცნების'' სიმბოლიკიანი პირბადით მივიდა.
აღნიშნულ ფაქტზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, საარჩევნო ადმინისტრაციას საჩივრით მიმართა და შესაბამისი რეაგირება მოითხოვა.
საიას საჩივარი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს ზეპირი მოსმენით განიხილა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას მიმართ აგიტაციის წესების დარღვევის ფაქტზე სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა და საქმე განსახილველად სასამართლოს გადაეგზავნა.