აჭარაში კორონავირუსი კიდევ 225 ადამიანს დაუდასტურდა 

12 ოქტომბერი 2021, 10:40 853 ნახვა

12 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 225 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი, გამოჯანმრთელდა  106 პირი. 

ბოლო 24 საათში კლინიკა დატოვა 45-მა მოქალაქემ.

ამ ეტაპზე კრიტიკულად იმყოფება და მართვით სუნთქვაზეა 11 პაციენტი. რეგიონის კოვიდ მიმღებ ცენტრებში მკურნალობს 384 პირი, კოვიდ სასტუმროში 121, ხოლო ონლაინ კლინიკაში - 740. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ თბილისში გამოვლინდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი