სახლის დანგრევაში ბრალდებულთა სასამართლო

11 ოქტომბერი 2021, 19:37 1023 ნახვა

ქვეყანა დაღუპულებს გლოვობს, საგამოძიებო უწყება კი პარალელურად ეძებს ნგრევის გამომწვევ მთავარ მიზეზს. ვიდრე საბოლოო შედეგები დაიდება, უკვე წინასწარ პატიმრობაში არიან ფართის მეპატრონე და მუშები. ერთ-ერთმა დაკავებულმა აღკვეთის ღონისძიების გამოცხადების შემდეგ სასამართლო შენობის დატოვებისას თქვა: "არაფერი არ გამომიღია, მაბრალებენ ყველაფერს..." პროკურორი კი ამბობს, რომ არსებობდა რისკი  ბრალდებულებს ურთიერთშეთანხმებით ემოქმედათ და გამოძიებისთვის ხელი შეეშალათ. ასევე უკვე გამოკითხულ და მომავალში გამოსაკითხ მოქალაქეებზე ზემოქმედება მოეხდინათ. ის, რომ ნგრევა შესაძლოა სწორედ პირველ სართულზე მიმდინარე სამუშაოებს გამოეწვია, თავიდანვე საუბრობდნენ მეზობლები, რომლებიც მათივე თქმით, სამუშაოებს ეწინააღმდეგებოდნენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი